კლუბის
ზოგადი დებულება
Ø კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი
განათლების შესახებ“საქართველოს კანონისა სა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
Ø კლუბს აქვს წესდება,გვერდი სოციალურ
ქსელში და ბლოგი;
Ø კლუბის მისამართი:სსიპ დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფ.სამრეკლოს საჯარო სკოლა
Ø E-mail:
gkhutcishvili@gmail.com
Ø ემბლემა
კლუბის წესდება
1. კლუბს
აქვს საგანმანათლებლო ხასიათი
2. კლუბში
გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელსამრეკლოს საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებს
და მშობლებს.
3. ინგლისურის "კითხვის მოყვარულთა" კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს.
4. კლუბის
ყველა წევრს აქვს უფლება გარკვეული გარემოებების გამო გააცდინოს კლუბის შეკრება, მაგრამ
არა სისტემატურად.
5. კლუბის
თითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში
6. კლუბის
თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება
7. კლუბის
წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ ის:
8. არ დაიცავს კლუბის
წესდებას
9. არ შეასრულებს ან თავს
აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას.
10. არ მიიღებს მონაწილეობას
კლუბში განხორციელებულ აქტივობებში
კლუბის
მიზნები და ამოცანები
Ø
ინგლისური ენის პოპულარიზაცია.
Ø ენობრივი ბარიერის მოხსნა.
Ø პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარის განვითარება.
Ø მეტყველების, გამოთქმის, კითხვის
უნარ-ჩვევების განვითარება.
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
Ø მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება.
Ø მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობის აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.
Ø მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.
კლუბში
გაწევრიანება
Ø კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
Ø სამიზნე ჯგუფი მე-5 და მე-6 კლასები;
Ø მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე;
Ø კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა;
Ø კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ;
Ø კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;
Ø კლუბის
თითოეული წევრი ვალდებულია,აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმ-
იანობაში;
Ø კლუბის წევრი ტოვებს
კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ
რომელიმე პუნქტს.
კლუბის მუშაობის სტრუქტურა
Ø კლუბი შედგება არაუმცირეს 9 მოსწავლისაგან.
Ø საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.
Ø კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე. (შემთხვევითი შერჩევის გზით)
Ø ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს კურატორ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს.
Ø კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი სემესტრის ვადით.
Ø კურატორ-მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.
Ø კლუბის შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ კლუბის მონაწილე წევრების და კურატორ-მასწავლებლის მიერ დათქმულ რიცხვში.
Ø კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია გაკვეთილების შემდეგ ერთი საათით.
კლუბის
მუშაობის
სწავლების
მეთოდიკა
Ø ინდივიდუალური
Ø პრეზენტაცია
Ø დისკუსია
კურატორ-მასწავლებელის ფუნქცია/მოვალეობა.
Ø საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ-გვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/ პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
Ø კლუბის სახელწოდება.
Ø კლუბის წესდება.
Ø კლუბის სამუშაო გეგმა.
Ø განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის .
საკლუბო მუშაობის პერიოდი
Ø კლუბის მუშაობა განხორციელდება I სემესტრში, 2022 სასწავლო წელი.
Ø კურატორ-მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრთა შეთანხმებით შეთანხმდნენ კვირაში ერთხელ საკლუბო შეხვედრის თარიღზე, სემესტრის განმავლობაში.
Ø საკლუბო მუშაობის პერიოდში ეტაპოვრივად აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებ-გვერზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან კურატორ-მასწავლებლის პირად ბლოგზე.
